❝ შვედეთის ტური გამორჩეული და მნიშვნელოვანი იყო, რადგან მრავალ შემეცნებით კომპონენტს მოიცავდა, რამაც ახალი ცოდნის, ინფორმაცის და შთაბეჭდილებების მიღების შესაძლებლობა მომცა. დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო თითოეული შეხვედრა შვედურ კომპანიებთან, მათი წარმომადგენლების მოსმენა, კომპანიების სამუშაო გარემოს და პროცესების ნახვა.❞ ნათია გაბრიჩიძე სასწავლო ვიზიტის მონაწილე, კომპანია მაინდვორქსის განათლების პროგრამების დირექტორი.
პროექტის, ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან GEclose2EU მხარდაჭერით 16-20 ოქტომბერს საინფორმაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით შვედეთში იმყოფებოდნენ. აღნიშნული კომპონენტი პროექტით გათვალისწინებული აქტივობაა, რომელიც ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების გაზრდას ემსახურება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა მოხდა ადგილობრივ ორგანიზაციებთან:
ეპიცენტრ სტოკჰოლმთან, შვედეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმთან, ერიკსონთან, ინტენო გრუპთან, სტარტაპ ჰაბ SUP4-თან, იმფაქთ ჰაბთან, Stream Analyze-თან.