DataFest 2022
 21 ნოემბერი 2022

პროექტის, GEclose2EU მხარდაჭერით ბიზნეს საკონსულტაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორის ბენეფიციარმა კომპანიებმა DataFest Tbilisi 2022-ში მიიღეს მონაწილეობა. DataFest Tbilisi ყოველწლიური საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალია, რომელიც მასპინძლობს მონაცემებზე მომუშავე ასობით პროფესიონალს მთელი მსოფლიოდან. ფესტივალი მოიცავს ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორქშოპებსა და დატატონებს მონაცემების გამოყენებაზე ტექნოლოგიებში, ბიზნესში, კომუნიკაციაში, აქტივიზმსა და სხვა სფეროში.