კომპანია STIPFOLD-ი 2012 წელს ბექა ფხაკაძემ დაარსა. კომპანიის ფილოსოფიის მიხედვით, არ არსებობს იდენტური დამკვეთი, მოცემულობა და ადგილმდებარეობა, შესაბამისად ყველა პროექტი თავისებურად უნიკალურია. კომპანიის სახელწოდება გამოხატავს იმ მიდგომებს, რომელსაც ის იყენებს მის საქმიანობაში. კერძოდ, STIPFOLD აერთიანებს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული სიტყვის გამარტივებულ ვერსიებს, „ციცაბო" (Steep) და „დაკეცვა" (Fold), რაც გულისხმობს, რომ კომპანია უარყოფს კედლებს, იატაკს და ჭერს, როგორც ცალკეულ ნაწილებს და მათ მოიაზრებს როგორც ერთმანეთის გაგრძელებას, ერთი მთლიან ორგანიზმს.
კომპანიისთვის მნიშნელოვანია ბაზარზე მიმდინარე პროცესები და ტექნოლოგიური განვითარება, რადგან ინოვაციური მასალები და მეთოდები ხშირად განსაზღვრავს ახალ ფორმებს და ესთეტიკას.