კომპანია VI STUDIO ორმა ქართველმა არქიტექტორმა, ირინა დიხამინჯიამ და ვახტანგ ზესაშვილმა დაარსეს. ორივე არქიტექტორმა განათლება და შესაბამისი პროფესიული უნარები იტალიაში სწავლის დროს მიიღეს. სამშობლოში დაბრუნებულებმა, მათ მიერ მიღებული ცოდნა გარდაქმნეს კომერციულ საქმიანობად, ამასთან დაიწყეს საგანმანათლებლო აქტივობები.
VI STUDIO-ს მომხმარებლებს სთავაზობს CAD (Computer-Aided Design) და BIM (Building Information Modeling) სერვისებს, რომელიც აუთსორსზე გააქვთ ევროპულ ქვეყნებში საინჟინრო და სამშენებლო კომპანიებისთვის. ამ მომსახურების მიწოდების დროს, კომპანია მუშაობს ქართველ არქიტექტორებთან და ინჟინრებთან, რაც მსგავსი ევროპული კომპანიების მომსახურებისგან განსხვავებით კონკურენტულ ფასს განაპირობებს. კომპანია დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი მოიზიდოს ევროპული ბაზრიდან და გააფართოვოს მისი მომსახურების არეალი.