"TIMM Architecture" არის დიზაინზე და კვლევაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც დიზაინერულ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს, დაწყებული მცირე არქიტექტურული პროექტებიდან, დამთავრებული მასშტაბური ურბანული გადაწყვეტილებებით. კომპანია 2016 წელს ნიკოლოზ ლეკვეიშვილმა დაარსა. გარდა კერძო და საზოგადოებრივ პროექტებზე მუშაობისა, კომპანია "თბილისის სახელმწიფო სამხატრო აკადემიასთან", "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან" და არასამთავრობო ორგანიზაცია Urban Experiments Group თანამშრომლობით საგანმანათლებლო აქტივობას ეწევა არქიტექტურის მიმართულებით.