დიზაინ-არქიტექტურული კომპანია "WERKRAUM", თბილისში დაარსებული საერთაშორისო კომპანიაა. მისი მუშაობის სფერო მოიცავს სრულ არქიტექტურულ და დიზაინ მომსახურებას. "WERKRAUM" 2013 წელს კახაბერ კახიშვილმა და მარიამ სუპატაშვილმა დააფუძნეს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს არქიტექტურულ დიზაინს, მშენებლობას, საინჟინრო აქტივობებს, ავეჯის და პროდუქტის დიზაინს.
კომპანიის მისიაა, შექმნას გამორჩეული დიზაინი და მიიღოს მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებები, ისეთი განსხვავებული მიდგომების გათვალისწინებით, რომელიც დამყარებულია დამკვეთის საჭიროებებზე, გარემოს დაცვის უმაღლეს სტანდარტზე და ღირებულების შექმნაზე.