არქიტექტურული კომპანია „მოსულიშვილი და პარტნიორები"
 26 მარტი 2020

„მოსულიშვილი და პარტნიორების" მუშაობის სფერო მოიცავს არქიტექტურულ და სამშენებლო სამუშაოებს. კომპანია ასრულებს პროექტირებასთან და მშენებლობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მომსახურებას, დაწყებული კონცეფციის შემუშავებიდან, დამთავრებული პროექტის ჩაბარებამდე.

კომპანიაში მომუშავე ახალგაზრდა არქიტექტორებს, ინჟინრებს და მშენებლებს აქვთ ევროპაში მიღებული გამოცდილება. არქიტექტურული კომპანიისთვის პროექტების სიმრავლეზე მეტად პრიორიტეტულია მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება.