არქიტექტურული კომპანია "ბაუ დიზაინი"
 03 აპრილი 2020

"ბაუ დიზაინი" (არქიტექტურისა და ურბანული დიზაინის ბიურო) არაერთი პრემიის მფლობელი კომპანიაა, რომელიც მდებარეობს თბილისში. რვა წელზე მეტია კომპანია მონაწილეობს მრავალ არქიტექტურულ და ქალაქ-გეგმარებით პროექტში და დამუშავებული აქვს მრავალი მასშტაბური ინფრასტრუქტურული განვითარებისა თუ მრავალფუნქციური კომპლექსების პროექტები, როგორიცაა "თბილისი პიაცა" და "რადიო სითი", ასევე საცხოვრებელი პროექტი - „კრწანისის რეზიდენსი-საცხოვრებელი კომპლექსი" , "კურორტ ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა" და სხვა.

"ბაუ დიზაინი" ცდილობს თავი დაიმკვიდროს სოციალური პასუხისმგებლობითა და საზოგადოებისათვის სასარგებლო პროექტების განხორციელებით, სადაც აბალანსებს დამკეთის მოთხოვნებსა და პროექტის ზეგავლენას საზოგადოებაზე. ბაუ დიზაინისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც პროექტის ვიზუალური მხარე, ასევე მდგრადი განვითარება და პროექტის ზეგავლენა გარემოზე.