მულტიფუნქციონალური დიზაინ კომპანია "DesignBureau" ძველი თბილისის ყველაზე შთამბეჭდავ შენობაში მდებარეობს.
კომპანია 2004 წელს ნია მგალობლიშვილმა, ია ლიპარტელიანმა და სოფო შევარდნაძემ დაარსეს. დღემდე კომპანია წარმატებით ახორციელებს განსხვავებული მასშტაბებისა და სირთულის პროექტებს.
ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ბაზარზე, სექტორში არსებული ბაზრის ცოდნის და გამოცდილების შედეგად, „DesignBureau" რეგიონში ცნობილი კომპანიაა. კომპანიაში მომუშავე საერთაშორისო გუნდი გამოცდილია არქიტექტურაში, ინტერიერის და გრაფიკულ დიზაინში. ბოლო წლებში კომპანიამ დაიწყო საკუთარი ხაზის ავეჯისა და სანათი მოწყობილობების წარმოება.