არქიტექტურული კომპანია „R 312 architects”
 10 აპრილი 2020

R312 Architects" არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის კომპანიაა, რომელიც თბილისში 2012 წელს დაარსდა, ხოლო მილანში მოღვაწეობს 2018 წლიდან. კომპანიის საქმიანობა ინსპირირებულია მოდერტნისტული მიდგომებით. სიმსუბუქე, ფერები, მასალა და ტექსტურა ის ძირითადი კომბინაციაა, რომელიც ქმნის საბოლოო პროდუქტის ფორმას.

კომპანიას სჯერა, რომ შენობებს აქვთ ფუნქცია, რომ მათ პოზიტიური გავლენა იქონიონ საზოგადოების მოთხოვნილებაზე და დაიცვან გარემო, როგორც პირველადი, ვიზუალური პარამეტრებით, ასევე ამ შენობის გარემოსთან ადაპტირების და გრძელვადიანი თანაცხოვრების თვალსაზრისით.

"R312 Architects" კომპანია დამკვეთთან ერთად განსაზღვრავს იმას, თუ რა ისტორია არის მოსაყოლი კონკრეტული პროექტით; ყველა პროექტი სხვადასხვა შინაარსისაა და ხშირად მათი განჭვრეტა შეუძლებელია. კომპანიისთვის ყველა პროექტი წარმოადგენს ახალ შესაძლებლობებს, შესაბამისად კომპანია რომელიმე პროექტზე მუშაობის დროს დამკვეთს მის ხედავზე მორგებულ უნიკალურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. მისი სერვისები მოიცავს საცხოვრებელი, კომერციული და ჯადაცვის შენობების არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს და მოწყობას, ლანდშაფტის დიზაინს, ინდუსტრიულ დიზაინს და არქიტექტურული ობიექტის ზედამხედველობას.