"ახალი ტექნოლოგიების ცენტრი" არის კერძო კომპანია, რომელიც მუშაობს საქართველოს ბაზარზე ენერგოეფექტურ, განახლებად ენერგიებზე და მდგრად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ მოქმედებებზე სხვადასხვა ტიპის ნაგებობაში.
მდგრადი დიზაინის სფეროში მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, "ახალი ტექნოლოგიების ცენტრი" ეხმარება დეველოპერებს, არქიტექტორებს და მშენებლებს შექმნან არქიტექტურული ესთეტიკის, კომფორტული საცხოვრებელი და სამუშაო გარემო და ხარჯთეფექტური სამშენებლო პროექტები.
კომპანია უზრუნველყოფს ნებისმიერი ტიპის საცხოვრებლის, კომერციული ან საჯარო დაწესებულების და ინდუსტრიული შენობის როგორც არქიტექტურულ-საინჟინრო დიზაინს, ისე ზედამხედველობასა და პროექტის მენეჯმენტს.