არქიტექტურული კომპანია „Tetraedri”
 13 აპრილი 2020

არქიტექტურული კომპანია „Tetraedri" 2012 წელს დაარსდა. კომპანიის მთავარი საქმიანობა არქიტექტურული დაგეგმარებაა ადგილობრივი სამშენებლო პროექტებისთვის, როგორიცაა სამედიცინო დაწესებულებები, სამედიცინო კლინიკები, კერძო და მაღალ სართულიანი საცხოვრებელი სახლები, ოფისები, კვების ობიექტები და ფარმაცევტული ქარხნები. 2015 წლიდან კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ერთ-ერთ გერმანულ არქიტექტურულ კომპანიასთან და მათთან ერთად ქმნის ინოვაციურ პროექტებს.


"Tetraedri"- ის მთავარი პარტნიორია plaNtec BIM GmBh, რომელთანაც კომპანია მუშაობს სხვადასხვა არქიტექტორულ პროექტებზე გერმანელი დამკვეთებისთვის. კომპანიას ევროპული სტანდარტებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და მისი მთავარი ამოცანაა, საქართველოში მაღალი ხარისხის პროექტების განხორციელება, ევროპელი კოლეგა სპეციალისტების მხარდაჭერით.