არქიტექტურული კომპანია „Georgian House“
 13 აპრილი 2020

Georgian House დიზაინ-არქიტექტურული და სამშენებლო კომპანიაა, რომელიც 2012 წლის თებერვალში დაარსდა. კომპანია ასრულებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს ინფრასტრუქტურული, სარემონტო და აღდგენით მიმართულებით და ასევე უზრუნველყოფს არქიტექტურულ დიზაინს და პროექტის მართვას დამკვეთისთვის.


კომპანიის თანამშრომლები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით და შემჭიდროვებულ ვადებში ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. კომპანიის მომხმარებლები არიან ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა Socar და Agreco. მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული კომპანიის არქიტექტორები, დიზაინერები, ინჟინრები და მშენებლები საკუთარი გამოცდილებით მუდამ მზად არიან ითანამშრომლონ ახალ პროექტებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და დანერგვით.