პროექტის ბენეფიციარების ონლაინ ტრენინგი თემაზე "ციფრული მარკეტინგი"
 17 აპრილი 2020

მსოფლიოსა და საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის, პროექტ „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ 2-დღიან ონლაინ ტრენინგში თემაზე - „ციფრული მარკეტინგი", რომელიც 15-16 აპრილს ჩატარდა.

აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი თემების განხილვა, როგორიცაა ციფრული ერა და მისი მნიშვნელობა მარკეტინგისა და კომუნიკაციებისთვის, სოციალური მედია და მისი სტრატეგიები, თანამედროვე მარკეტინგის მიმართულებები, ელექტრონული რეკლამირება, კრიზისების მართვა და მომავლის ტენდენციები. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში, რომელიც გაიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში.

ტრენინგს უძღვებოდა ტატო ნორაკიძე, თიბისი ბანკის კომუნიკაციების ლიდერი.