ICT კომპანია “ბიმობაილი”
 17 აპრილი 2020

"ბიმობაილი" არის წამყვანი მობილური კონტენტ-პროვაიდერი კომპანია საქართველოში, რომელსაც ოპერირების 11 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია აქტიურად იყენებს ახალ ტექნოლოგიებს და ავითარებს დამატებითი ღირებულების მომსახურებებს (VAS) მობილური ოპერატორებისთვის. კომპანიამ SMS, IVR, USSD და სხვა ტექნოლოგიებით ბევრი პროექტი განახორციელა, მათ შორის SMS სერვისები, VAS სერვისები, ინტეგრაციული და საკონსულტაციო სერვისები. კომპანია ინდივიდუალურად განიხილავს კლიენტის მოთხოვნებს და საჭიროებებს, ახდენს მათ ადაპტირებას ქსელის ინფრასტრუქტურის შესაბამისად და ამზადებს გადაწყვეტილებას ინსტალაციისთვის.