შპს „ფინა" 2006 წელს საქართველოში დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და კონსულტაციის გაწევა ცენტრალური ბანკებისათვის, მარეგულირებელი ორგანიზაციებისათვისა და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის.
კომპანია არის რამდენიმე კონკურსისა და დაჯილდოების გამარჯვებული:
- 2020 - გაეროს გლობალური შეთანხმების "პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის" ჯილდო ნომინაციაში "პლანეტა";
- GITI 2019 საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კონკურსის გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო კომპლექსური ბიზნეს გადაწყვეტილება";
- ბიზნეს დაჯილდოვება 2017 -ის გამარჯვებული ნომინაციაში „წლის ინოვაციური ბიზნეს იდეა";
- GITI 2016 საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კონკურსის გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო კომპლექსური ბიზნეს გადაწყვეტილება".
"ფინამ" განახორციელა მრავალი პროექტი 10-ზე მეტი ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოში, მათ შორისაა: საქართველო, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი, კოსოვო, ლესოტო, მონღოლეთი, ყირგიზეთი, ლაოსი, ნიგერია, კონგო, ბურუნდი, რუანდა. ფინა პარტნიორია შემდეგი კომპანიების: Microsoft, Red Hat, Alfresco, Pentaho, MIFOS, VizKey, Hitachi Vantara.
კომპანიის ოთხი ძირითადი მიმართულებაა:
- საზედამხედველო ინფორმაციული სისტემები ფინანსური საზედამხედველო ორგანიზაციებისთვის;
- დიდი ზომის მონაცემების შეგროვება, სხვადასხვა წყაროებიდან, დაცული არხებით და მათი მართვა (Big Data Processing);
- ბიზნეს ანალიტიკისა და სტატისტიკური ანალიზის სისტემების შექმნა და დანერგვა;
- ცოდნის მართვის სისტემების შექმნა და დანერგვა.