MOBILITY თბილისში დაარსებული პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მომუშავე კომპანიაა. კომპანიის ბირთვს IT მენეჯმენტისა და პროგრამირების სფეროში მომუშავე პროფესიონალები წარმოადგენენ. კომპანიის გუნდი უკვე 8 წელია ქმნის სხვადასხვა სახის რთულ პროგრამულ გადაწყვეტილებებს. მათი მთავარი ღირებულება დამკვეთისთვის სრული პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტის მიწოდებაა, რომელშიც პროდუქტის მაღალ ხარისხთან ერთად სთავაზობს ინფრასტრუქტურაში სრულ ინტეგრაციასა და კომპლექსურ ტექნიკურ მხარდაჭერას.
Mobility-ს გუნდი ყველაზე ფასეული აქტივია კომპანიისთვის. კომპანიის წარმატება დამყარებულია, როგორც თანამშრომლების პირად პროფესიონალურ უნარ-ჩვევებზე, ასევე გუნდურ მუშაობაზე. ეს გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებსაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი გამოცდილება პროექტების არქიტექტურის შემუშავებაში, დეველოპმენტსა და მენეჯმენტში საქართველოში და საზღვარგარეთ. კომპანია ცდილობს იდეალური სამუშაო სივრცე შეუქმნას თანამშრომლებს და გახდეს საუკეთესო ქართული დამსაქმებელი კომპანია IT სექტორში.