კომპანია SOLVIT 2013 წელს IT ბაზარზე მიდგომების შეცვლისა და განსხვავებული IT სერვისების შეთავაზების იდეით დაარსდა. ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე სამმა მეგობარმა გადაწყვიტა შეექმნა კომპანია და თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, საკონსულტაციო მომსახურება გაეწიათ ბიზნესებისთვის, რომელთაც ესაჭიროებოდათ რთული IT საკითხების გადაწყვეტა.
SOLVIT დაფუძნების დღიდან, ორიენტირებულია სერვისის მიწოდებაზე და მომხმარებლებს სთავაზობს ინდივიდუალურ, მათზე მორგებულ მომსახურებას.
SOLVIT-ის გუნდის მთავარი მიზანია პარტნიორი კომპანიებისთვის სტაბილური ტექნიკური გარემოს შექმნა და მათ განვითარებაზე ზრუნვა.
SOLVIT-ის თითოეული წევრი აკეთებს იმას, რაც მოსწონს, მათ კვალიფიკაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა კი კომპანიის უმთავრესი ამოცანაა.