ICT კომპანია “IT FORCE"
 01 მაისი 2020

IT FORCE არის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი კომპანია, რომელიც 2010 წელს დაარსდა საქართველოში. კომპანია მაღალხარისხიან მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესს. წარმატებულმა საქმიანობამ და მოპოვებულმა ნდობამ საშუალება მისცა კომპანიას უფრო ფართო მომხმარებლების ჯგუფს მომსახურებოდა და ამის პარალელურად განეხორციელებინა დადებითი ცვლილებები საკუთარ კომპანიაში. დღეს კომპანია ემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებს და სახელმწიფო ორგანიზაციებს.

IT FORCE მიზანია ხელი შეუწყოს წარმატებულ ბიზნესებს საქმიანობაში IT მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით.