6 მაისს, გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიებთან. შეხვედრაზე 25 კომპანიის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.
დასმულ კითხვებს, ონლაინ რეჟიმში პასუხობდნენ პროექტის "GEclose2EU" თანამშრომლები, სააგენტო აწარმოე საქართველოს და შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული იყო საკონკურსო განაცხადის და ბიუჯეტის შევსების ინსტრუქცია, ასევე ტექნიკური დახმარების გამოყენების მიზნობრიობა.
ტექნიკური დახმარების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კომპანიებმა 15 მაისამდე უნდა გააკეთონ ონლაინ განაცხადი ბმულზე: https://bit.ly/2yWP4hC