ICT კომპანია “MaxinAI"
 08 მაისი 2020

MaxinAI ხელოვნური ინტელექტის საკონსულტაციო კომპანიაა, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს ისეთ ინოვაციურ ინდუსტრიებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, დიდი მონაცემების ანალიზი, განაწილებული გამოთვლების სისტემები. კომპანია დაარსების დღიდან შეუჩერებლად ისწრაფის მისი შესაძლებლობების გაზრდისა და გაფართოებისკენ. MaxinAI-მ შეძლო დამკვიდრებულიყო როგორც ევროპულ, ისე ამერიკულ ბაზარზე. MaxinAI თავის მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტსა და სერვისს სთავაზობს. თანამშრომელთა რაოდენობა 50-მდეა, რომელთა შორის არიან ხელოვნური ინტელექტის ტოპ ექსპერტები. ხელოვნური ინტელექტის კონსულტაცია კომპანიის საქმიანობის მთავარი სფეროა, თუმცა მომხმარებლებს ისეთი ტრადიციული პროექტების კუთხითაც ემსახურებიან, როგორიცაა ჯავა, C# და სხვა ცნობილი კომპიუტერული ენები.

კომპანია ზრუნავს თავისი გუნდის გაძლიერებასა და განვითარებაზე. MaxinAI-ის მიზანია საკუთარი გუნდის მუდმივი ზრდა, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელება და ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესება.