ლივინგსტონი სრული სპექტრის კრეატიული ციფრული სააგენტოა, რომელიც 2010 წელს დაარსდა. ის ციფრული მარკეტინგის ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა სოციალური მედია მარკეტინგი, ციფრული რეკლამა და ანალიტიკა, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, ლოკალური და გლობალური მედია განთავსება, ონლაინ კამპანიების დაგეგმვა, შექმნა და განხორციელება, UX/UI დიზაინი, ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების დამზადება და ხელოვნური ინტელექტის (AI) გადაწყვეტილებები.
ამჟამად ლივინგსტონში 103 პროფესიონალია დასაქმებულია სხვადასხვა მიმართულებით. ლივინგსტონი პირველი სააგენტოა საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, რომლესაც მოპოვებული აქვს 5 დღის საიტის (SOTD) ჯილდო awwwards.com -ზე და საუკეთესო მომხმარებლის ინტერფეისის მქონე ვებ-გვერდის ჯილდო Webby Awards-ზე. ამის გარდა, ლივინგსტონი არის პირველი სააგენტო საქართველოში, რომელმაც ზედიზედ ორჯერ 2015 და 2016 წლებში მოახერხა კანის კრეატიულ ფესტივალზე კანის ლომის ჯილდოს მიღება. ჯამში, ლივინგსტონს მოპოვებული აქვს 100-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო, ხოლო მისი კლიენტების რიცხვში არიან:Siemens, Deutsche Telekom, Netflix Italy, Fresenius Medical Care და ა.შ.
ჯამში, ლივინგსტონს განხორციელებული აქვს პროექტები მსოფლიოს 8 ქვეყანაში.