სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო "პერიტუს გრუპი" 2009 წელს დაფუძნდა. პერიტუსი არის - ახალგაზრდა და ენერგიული პროფესიონალების გუნდი, რომელიც ინტეგრირებული კომუნიკაციების ბაზარზე ახალი იდეებითა და ხედვით მოვიდა. თანამედროვე ტექნოლოგიებით, გუნდის მოქნილობის და ოპერატიულობის საშუალებით მომხმარებლები ყოველთვის ხარისხიან მომსახურებას იღებენ
„ჩვენი კლიენტების სამსახურში ჩვენს ცოდნასა და ენთუზიაზმთან ერთად ქართველი და უცხოელი ექსპერტების ათწლეულების განმავლობაში შეძენილი გამოცდილებაა"- ამბობენ კომპანიაში.
კომპანიის მთავარი მომსახურებები მოიცავს: საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსალტინგს, მედიასთან ურთიერთობას და ღონისძიებების მართვას. 2010 წლიდან "პერიტუს გრუპმა" დაგეგმა და განახორციელა 35 წარმატებული საკომუნიკაციო სტრატეგია, 30 ადგილობრივი და საერთაშორისო მედია შეხვედრა, მედია ტური, პრეს-კონფერენცია და 50 საშუალო და დიდი ზომის ღონისძიება.