რენინგ ცენტრი "საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი" გთავაზობთ ტრენინგებს, საკონსულტაციო და კვლევით მომსახურებას, რომელიც კლიენტს ეხმარება საკუთარი უნარების გაუმჯობესებაში.
პირველ ეტაპზე, "საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი", შესაბამისი ინდუსტრიის გარშემო ატარებს კვლევას, SWOT ანალიზსა და ბიზნეს ანალიტიკას, მხოლოდ ამის შემდეგ, სრულიად მომზადებული სთავაზობს ტრენინგს მათ მსმენელებს. "საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი' სთავაზობს როგორც კორპორატიულ ასევე ღია კურსებს. ტრენინგ ცენტრი ეძღვნება ერთი მიზნის მიღწევას - ადამიანის და ბიზნესის განვითარებას.
ამჟამად, ინსტიტუტი ორიენტირებულია ერთ-ერთ პროექტზე - Sales MBA, კურსი შექმნილია 25-წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არ აქვთ არანაირი გამოცდილება, თუმცა დაინტერესებულნი არიან გაყიდვებით. მონაწილეების შერჩევა ხდება გასაუბრებით. შერჩეული მონაწილეებს ინსტიტუტი დამატებით სთავაზობს დასაქმების შესაძლებლობას პარტნიორ კომპანიებში. სწავლა უფასოა, საფასური სრულად არის დაფინანსებული "საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის" მიერ.