სს. "ბია" - ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო წამყვანი კომპანიაა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის ბიზნეს პროფილების, მარკეტინგული სიების და დარგობრივი ბაზრების შესახებ ანალიტიკური მასალების მიწოდებაში.
სს. "ბია" მართავს საქართველოში დარეგისტრირებული ყველა კომპანიის შესახებ ბიზნეს ინფორმაციის ყველაზე დიდ და მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზებს, რომლის მეშვეობითაც უცხოელი ინვესტორებს აცნობს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მათ ნებისმიერი ქვეყნის ბიზნესკლიმატის, ბაზრების ცალკეული სეგმენტებისა და კომპანიების შესახებ ინფორმაციით. BIA საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი კომპანიების პარტნიორს გლობალური ბიზნეს ინფორმაციის მონაცემთა ბაზების განვითარების სფეროში. BIA-ს ასევე გააჩნია მუდმივად განახლებადი ინფორმაცია მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში 200 მილიონ კომპანიაზე.