Capacity Development Fund· შესაძლებლობების განვითარების ფონდი 2016 წლის სექტემბერში დაარსებული მრავალპროფილიანი კომპანიაა, რომელიც სპეციალიზდება მენეჯმენტში, სტრატეგიასა და ორგანიზაციულ/ინსტიტუციონალურ განვითარებაში. CDF-ის ძირითადი სერვისებია: მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა შესაძლებლობების გაზრდაში, ზრდის ტემპის შენარჩუნება და მდგრადობის შექმნა; საკონსულტაციო და ტრენინგის სერვისების მიწოდება ორგანიზაციებისთვის სხვადასხვა სფეროში, მათზე მორგებული მიდგომით და უმაღლესი დონის ექსპერტების ჩართულობით; ადგილობრივი სტარტაპების დაარსება, მართვა და მათში ინვესტიცია.
კომპანიის მომსახურება მოიცავს:
▪ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის მენეჯმენტი;
▪ კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციული განვითარება;
▪ტრენინგები და შესაძლებლობების ზრდა;
▪დიჯიტალიზაცია;
▪ბრენდინგის სტრატეგია;
▪საცალო და სავაჭრო მარკეტინგი;
▪მარკეტინგული კომუნიკაციები;
▪პროექტის მენეჯმენტი;
▪ექსპორტის სტრატეგია და განვითარება;
▪ სტარტაპ დეველოპმენტი;
▪ფინანსური საკონსულტაციო მომსახურება.