გასტრონავტი კვების დაწესებულების ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტოა, რომელიც 2011 წელს შეიქმნა და ამ დროიდან, მათი ძირითადი მიმართულება მასპინძლობის სფეროში გემრიელი თავგადასავლების ძიებაა.
კლიენტებთან ერთად ქმნიან საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროექტებს. კომპანიაში სჯერათ, რომ სწორად შერჩეული კონცეფცია, გასტრო ბრენდინგი, დიზაინი თუ საკვების მენიუს შექმნა სფეროში წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
გუნდის მიზანია ქართულ გასტრონომიაში მაღალი ხარისხის ჩამოყალიბება და არსებული პროექტების ინოვაციურად განახლება. სწორედ ამიტომ, მათი ყველა პროექტი სფეროს განვითარებისკენ არის მიმართული.