ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია GEC
 17 ივნისი 2020

GEC ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც დიდი და საშუალო ზომის კომპანიებსა და სტარტაპებს, სისტემური ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების გზით, ზრდაში და განვითარებაში ეხმარება. კომპანია თანამშრომლობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან. 2010 წლიდან დღემდე GEC-მა წარმატებით განახორციელა 90-ზე მეტი პროექტი, გახდა International Society for Performance Improvement ISPI-ს წევრი და მართვის საინფორმაციო სისტემის საერთაშორისო მწარმოებლის- IFS-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ასევე კომპანიის წარმომადგენლობა ყირგიზეთსა და ყაზახეთში გაიხსნა.

კომპანიის მომსახურება მოიცავს:
▪ ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესება/რესტრუქტურიზაცია;
▪ მენეჯმენტისა და KPI სისტემის დანერგვა;
▪ შიდა კონტროლის სისტემის დანერგვა;
▪ ბიზნეს პროცესების და საოპერაციო ოპტიმიზაცია;
▪ საწარმოს რესურსის დაგეგმვის (ERP) სისტემის დანერგვა;
▪ ცვლილებების მენეჯმენტი;
▪ ორგანიზაციული დიზაინი;
▪ სტრატეგიის განვითარება;
▪ ბიზნესის დაგეგმვა და ფინანსებთან წვდომა;
▪ საქმიანობის შეფასება;
▪ მმართველობის ანგარიშგება;
▪ ინდუსტრიის/სექტორის/ბაზრის/ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა;
▪ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა (Feasibility study);
▪ რეგულირების ზეგავლენის ანალიზი (RIA).