DEPA Consulting კონსულტაციისა და შესაძლებლობების ზრდის სერვისების მიწოდებაზეა ორიენტირებული. მისი მომსახურების სფეროებია: მონიტორინგისა და შეფასების (M&E) სისტემის ჩამოყალიბება, პროგრამის/პროექტის შეფასება (საწყისი, შუალედური, საბოლოო), შესრულების მონიტორინგი , საჭიროებების შეფასება, სექტორის შეფასება, ინსტიტუციური განვითარება, პოლიტიკის დაგეგმვა, მონაცემებისა და ინფორმაციის მენეჯმენტი და სხვა დაკავშირებული მომსახურება, ამასთან ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ტრენინგები.
DEPA Consulting მიზნად ისახავს პროექტების, პროგრამების და პოლიტიკის გავლენის გაუმჯობესებას მაღალი ხარისხის სერვისების, ინოვაციური მეთოდოლოგიის და ტექნიკის გამოყენების გზით, რაც სწორი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა.
გუნდის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც სპეციალიზირებულები არიან კონკრეტულ სფეროში, აქვთ ძლიერი აკადემიური ცოდნა და ფართო პრაქტიკული გამოცდილება.
DEPA Consulting მუშაობს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, და ქვეყნის მთავრობასთან და პარტნიორებთან.