PMO Business Consulting საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ექსპერტულ ცოდნას და მომსახურებას უწევს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებს.
PMO Business Consulting სერვისები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ინოვაციითა და კლიენტზე მორგებული მიდგომით. კომპანია ზრდის და გაფართოების მიზნების მისაღწევად კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ორგანიზაციებს. გუნდი გამოირჩევა პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით, საქმისადმი ერთგულებით, მაღალი პასუხისმგებლობითა და სანდოობით.
PMO Business Consulting საქმიანობა 2005 წლიდან დაიწყო, კომპანიის დამფუძნებლებმა დაიწყეს წამყვანი ქართული კომპანიებისთვის ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებების შეთავაზება. გუნდი მაღალი წარმადობის მეშვეობით სწრაფად გაიზრდა. კომპანია გაფართოვდა და გახდა ერთ-ერთი წამყვანი საკონსულტაციო ფირმა საქართველოში. PMO-ს მომსახურებებია: ორგანიზაციული განვითარება, ბაზარზე შესვლა და გაფართოება, ადამიანური რესურსის მართვა, მარკეტინგი და პროდუქტის განვითარება, ფინანსური და რისკების მენეჯმენტი, ბაზრის კვლევა და ანალიზი.