PRofit lab მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მცირე და საშუალო კომპანიებს ბიზნესის განვითარებაში ეხმარება. კომპანიის მიზანია დაეხმაროს ბიზნესს მოკლე დროში მოიპოვონ ბაზარზე ლიდერის პოზიცია და მიაღწიონ მდგრად განვითარებას.
PRofit lab-ის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან, ისინი გამოცდილებისა და ინოვაციების მომგებიანი შერწყმით აღწევენ სასურველ მიზნებს. PRofit lab ცდილობს დააბალანსოს ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნები. ამის მისაღწევად კომპანიაში დანერგილია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა, რომლის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის პროექტები და აქტივობები.