2018 წლის ნოემბრიდან, შვედეთის მხარდაჭერით პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ (GEclose2EU) მიმდინარეობს. პროექტი საქართველოში „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მიერ სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
„ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ (GEclose2EU) პროექტის ფარგლებში 20-დან 25 ოქტომბრის ჩათვლით, 10 ქართველი ჟურნალისტი სტუმრობს შვედეთს. მედია ტურის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები SIDA-ში, Business Sweden-ში, ეროვნულ სავაჭრო პალატში, შვედეთის ეკონომიკური და რეგიონალური განვითარების სააგენტოში, შვედეთის საექსპორტო საკრედიტო კორპორაციაში, მედია ორგანიზაცია Dagens Industri - ში, შვედეთის მედია ასოციაციაში, Almi-ში, Vinnova-ში და სტოკჰოლმის ბიზნეს სკოლაში.
მედია ტურის მიზანია უკეთ გააცნოს ქართველ ჟურნალისტებს, თუ როგორ ეხმარება შვედეთის მთავრობა ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რა პროგრამებს ახორციელებს შვედეთის მთავრობა ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებისა და შემდგომი ინტერნაციონალიზაციისთვის და რა ტაქტიკებს იყენებს შვედური მედია შვედური ბიზნესის პოპულიზარიზაციის მიმართულებით.