ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Innova
 22 ივნისი 2020

კომპანია Innova· ინოვა 12 წელია მოღვაწეობს და ამ პერიოდში მისი მომსახურებით ისარგებლა, როგორც კერძო კომპანიებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. საკონსულტაციო კომპანიის მხრიდან

საკითხების მნიშვნელობის, წინასწარი მოკვლევისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრით მომხმარებელისთვის ღირებული შედეგები დგება.


საკონსულტაციო კომპანია Innova· ინოვა-ს მიზანია დაეხმაროს კლიენტებს განვითარების ყველაზე საუკეთესო გზების დადგენაში. კომპანია არ იძლევა მზა, დადგენილ გადაწყვეტილებებს. კომპანიაში მტკიცედ სწამს ინდივიდუალური მიდგომის მნიშვნელობის თითოეული საკონსულტაციო დავალების შესრულებისას.


რეგულარულ შეხვედრებზე კლიენტებთან, სადაც მოსაზრებებისა და იდეების გაზიარება ხდება, გუნდი უზრუნველყოფს, რომ სამუშაო პროცესი მიმდინარეობდეს სწორი მიმართულებით, ხოლო კლიენტის წვლილი და კონტრიბუცია გარანტირებულს ხდის მისი მოლოდინების ადეკვატურობას.

ყოველი საკონსულტაციო დავალების დასაწყისში, კონსულტანტები ცდილობენ მკაფიოდ გააცნობიერონ კლიენტის საჭიროებები და პრობლემები.