23 ივნისს, პროექტის „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" ბენეფიციარებისთვის, გაიმართა საკონსულტაციო სესია/მენტორინგი თემაზე - ბუღალტრული, ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვები.
შეხვედრა მცირე ჯგუფში გაიმართა და მასში მონაწილეობას ათამდე ბენეფიციარი იღებდა. საკონსულტაციო სესიის ფარგლებში მსმენელებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო სისტემის შესახებ და გაეწიათ კონსულტაცია მათთვის საჭირო კონკრეტულ საკითხებზე.