ქუთაისში პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" GEclose2EU ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში" მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია საზეიმოდ გაიხსნა. პირველი ტრენინგის თემა „გაყიდვები და დისტრიბუციის არხები" იყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო იმერეთის რეგიონის 30-მდე მეწარმემ.
მსგავსი ტრენინგების ჩატარება იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი) და მოიცავს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში" 500 ბენეფიციარს.
ტრენინგების მონაწილეები აიმაღლებენ ცოდნას ისეთ საკითხებში როგორიცაა: ფინანსების მართვა, მეწარმეობის ფორმები და საგადასახადო ანგარიშგება, მარკეტინგი და ბრენდინგი, გაყიდვები, დისტრიბუციის არხები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბიზნეს-გეგმის წერა და სხვა.