ბათუმში პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ GEclose2EU ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია მიმდინარეობს, ტრენინგის თემებია „გაყიდვები/დისტრიბუციის არხები“ და ,,ფინანსების მართვა”, რომელშიც მონაწილეობას იღებს აჭარის რეგიონის 60-მდე მეწარმე.
მსგავსი ტრენინგების ჩატარება იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი) და მოიცავს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 500 ბენეფიციარს.
ტრენინგების მონაწილეები აიმაღლებენ ცოდნას ისეთ საკითხებში როგორიცაა: ფინანსების მართვა, მეწარმეობის ფორმები და საგადასახადო ანგარიშგება, მარკეტინგი და ბრენდინგი, გაყიდვები, დისტრიბუციის არხები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბიზნეს-გეგმის წერა და სხვა.