თელავში პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ GEclose2EU-ს ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია გაიმართა, ტრენინგის თემაა „გაყიდვები/დისტრიბუციის არხები“ და ,,ფინანსების მართვა”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კახეთის 60-მდე მეწარმემ.
მსგავსი ტრენინგების ჩატარება იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი) და მოიცავს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 500 ბენეფიციარს.ტრენინგების მონაწილეები აიმაღლებენ ცოდნას ისეთ საკითხებში როგორიცაა: ფინანსების მართვა, მეწარმეობის ფორმები და საგადასახადო ანგარიშგება, მარკეტინგი და ბრენდინგი, გაყიდვები, დისტრიბუციის არხები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბიზნეს-გეგმის წერა და სხვა.