GEclose2EU-ს პროექტის მხარდაჭერით სათამაშოების და საბავშვო ტანსაცმლის სექტორის 30-მა კომპანია, მონაწილეობა მიიღო თბილისის საბავშვო ფესტივალში.
პროექტის მხარდაჭერით, ბენეფიციარ კომპანიებს - სათამაშოებისა და საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებლებს, შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი პროდუქციის გამოფენა/გაყიდვის, რომელიც დამატებით გაზრდის მათ ცნობადობას ადგილობრივ ბაზარზე და ხელს შეუწყობს ბრენდის პოპულარიზაციას.
2018 წლიდან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი სააგენტო „აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" GEclose2EU.პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და მათი ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ და ევროპის ბაზარზე. პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი და 2021 წელს დასრულდება.