სამუშაო შეხვედრა ბიზნეს საკონსულტაციო სექტორის ბენეფიციარ კომპანიებთან
 20 დეკემბერი 2019

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა/ Economic Policy Research Center გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროექტის „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU) ბიზნეს საკონსულტაციო სექტორის ბენეფიციარ კომპანიებთან.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-6 თავის ფარგლებში, მომსახურებთ ვაჭრობის სფეროში, ბაზრის ლიბერალიზაცის, ნაკისრი ვალდებულებების და მინიჭებული შეღავათების განხილვა.

 შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ევროპის ბაზარზე აღნიშნული მომსახურების ექსპორტთან დაკავშირებით არსებული შესაძლებლობების და დაბრკოლებების თაობაზე.