სათამაშების მწარმოებელი კომპანია ოლაფინია
 24 სექტემბერი 2020

ოლაფინია DIY სათამაშოა, რომელიც ბავშვმა საკუთარი ხელით უნდა შეკეროს. მისი გმირები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან და იმ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ტანისამოსი აცვიათ.
ოლაფინიას ყუთში დაგხვდებათ ქსოვილზე დაბეჭდილი პერსონაჟის წინა და უკანა მხარე, ძაფი და სპეციალური უსაფრთხო ნემსი, ბამბა, რომლითაც უნდა შეავსოს შეკერილი სათამაშო და ინსტრუქცია, იმისთვის რომ შეკერვის პროცესი რაც შეიძლება მარტივი და სახალისო იყოს ბავშვისთის. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ Facebook ან Instagram გვერდზე.