ტრენინგები თემაზე ,,ბიზნეს გეგმის წერა"
 05 ოქტომბერი 2020

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ #GEclose2EU-ს ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო გრანტების ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სერია მიმდინარეობს, ტრენინგის თემაა „ბიზნეს გეგმის წერა", რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 500 ბენეფიციარი. ტრენინგების ჩატარება იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი.