კოდალას ძირითადი პროდუქცია ხის ასაწყობი სათამაშოებია, რომელიც ანვითარებს ბავშვის წარმოსახვას, მეხსიერებას, უვითარებს და ეხმარება თვალის გავარჯიშებაში. სათამაშოების ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა გერმანული წარმოების საღებავებითა და ლაქით, რაც სრულიათ უსაფრთხო ბავშვისთვის. პროდუქციის რეალიზაცია ხდება სმარტის, გუდვილის, მთაწმინდის პარკის და სხვადასხვა სათამაშოების მაღაზიებში. საწარმოში დასაქმებულია 12 მდე ადამიანი აქედან 5 შშმ პირია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საწარმოში ინოვაციური მეთოდებით ახალ პროფესიებს ეუფლებიან სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირები, მათ შორის არასრულწლოვანი პრობაციონერები, შ.შ.მ პირები (ყრუ მუნჯები), ყოფილი მსჯავდებულები და სოციალურად დაუცველი ახალგაზრები.