GeoStyle Wood Art ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს, რომელიც სათამაშოებს 100% ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან ქმნის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისი ნახატები და სხვადასხვა აქსესუარები შექმნილია ქართული ხისგან. ბრენდის ხის სათამაშოები არის კლასიკური და ტრადიციული, რომლებშიც არ შედის პლასტმასი და არ საჭიროებს ელემენტებს. კომპანია აქტიურად ცდილობს იყოს ორიენტირებული ბავშვების წარმატებულ განვითარებაზე და უვნებელ მომავალზე.