ლოგიკუმი, ქართული განმავითარებელი ხის სათამაშოების კომპანიაა, რომლის მიზანიც უკეთესი გარემო პირობების შექმნაა. კომპანია დაარსდა 2016 წლის დეკემბერში და მას შემდეგ არა ერთი განმავითარებელი სათამაშოს ავტორია. ლოგიკუმი მუშაობს ადაპტირების, დასწავლის, სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამომუშავების პროცესებზე, ესენია: კოგნიტური განვითარება, დასწავლის ხელშეწყობა, მეტყველების პროცესები, მოტორული უნარ-ჩვევები და ლოგიკური აზროვნება. პროდუქცია სრულად ქართულია და რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებული.