GEclose2EU-ს სამეწარმეო ბაზრობა
 02 ნოემბერი 2020
 სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას 120 ზე მეტი სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ მეწარმე მიიღებს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: საბავშვო ტანსაცმელი, სათამაშოები, ხელნაკეთი ნივთები, საკვები და საოჯახო მარნის ღვინის პროდუქცია. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ის ქართული კომპანიები, რომელთა პროდუქციაც წარმატებით იყიდება უცხოურ ბაზრებზე. გამოფენა-გაყიდვა პროექტი „GEclose2EU’’-ს ფარგლებში ტარდება, რომელიც 2018 წლის ოქტომბრიდან შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს საქართველოში „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) ახორციელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ადგილობრივ ბაზარზე და ღონისძიების სტუმრებს საშუალება მისცეს დაათვალიეროს და შეიძინოს ქართული ნაწარმი უშუალოდ მწარმოებლებისგან.