დარეგისტრირდი ENN-ზე
ევროპის მეწარმეთა ქსელი (Enterprise Europe Network) წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ემსახურება ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შორის კონკრეტული ბიზნეს შემოთავაზებების ურთიერთგაცვლასა და კავშირების დამყარებას. EEN ქართული კომპანიებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირის ბაზარზე ფართოდ გაავრცელონ საკუთარი ბიზნეს წინადადებები და მოიზიდონ შესაბამისი პარტნიორები.
აღნიშნული ქსელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, ბიზნესისა და ინოვაციების ხელშემწყობი ორგანოა, რომელიც 60 ქვეყანაში 600 პარტნიორ ორგანიზაციასა და მეწარმეთა მომსახურების ფართო სპექტრს აერთიანებს, ამასთანავე, ევროკავშირის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და კერძო სექტორის განვითარებასა და დასაქმების ზრდისკენაა მიმართული.
ხსენებული ქსელი ბიზნეს თანამშრომლობის ცენტრების მეშვეობით ხელს უწყობს კომპანიების:
მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთვის ქსელში ჩართულობა და მოწინავე ორგანიზაციასთან თანამშრომლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვის, ქვეყნის კერძო სექტორის განვითარების, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოების დონისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის კუთხით.
ევროპის მეწარმეთა ქსელით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ექსპორტიორებს, ასევე იმპორტიორებს. ექსპორტიორებს საშუალება ეძლევათ მოიძიონ დისტრიბუტორები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ხოლო იმპორტიორებს შეუძლიათ თავად გახდენ დისტრიბუტორები საქართველოში. ჩვენ უკვე განვათავსეთ ბიზნეს შეთავაზება ქართული კომპანიის, რომელსაც სურს აწარმოოს პროდუქცია ევროპული ბრენდებისთვის.
გთხოვთ, ფორმის შევსების შემდეგ შევსებული ფორმა გააგზავნოთ ელ-ფოსტაზე: export@enterprise.gov.ge ან დაუკავშირდეთ სააგენტო „აწარმოე საქართველოში" ცხელ ხაზს 1525-ზე.