ონლაინ პლატფორმა tradewithgeorgia ქართულ ბიზნეს ორგანიზაციებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ონლაინ პლატფორმა WWW.TRADEWITHGEORGIA.COM საშუალებას აძლევს ქართველ ბიზნესმენებს და მეწარმეებს ინფორმაცია საკუთარი პროდუქციის შესახებ რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას გააცნონ და საკუთარი სერვისი, ან პროდუქცია ქვეყნის საიმიჯო კატალოგში განათავსონ.
როგორ გავაცნოთ ინფორმაცია პოტენციურ პარტნიორებსა და ინვესტორებს:
ვებ პლატფორმის მეშვეობით ქართველმა მეწარმეებმა და სერვისის მიმწოდებელებმა საჭიროა მოთხოვნილი ინფორმაცია ატვირთონ WWW.TRADEWITHGEORGIA.COM-ზე და დარეგისტრირდნენ ონლაინ კატალოგში;
ონლაინ კატალოგის მიზანია მაქსიმალურად მეტ საერთაშორისო იმპორტიორს, სავაჭრო ქსელის წარმომადგენელსა და ბიზნეს ორგანიზაციას გააცნოს ინფორმაცია ქართული ბიზნესების შესახებ, დააკავშიროს ერთმანეთთან ქართული და უცხოური ორგანიზაციები, რაც თავის მხრივ გაუმარტივებს წვდომას დაინტერესებულ მხარეებს ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებზე.
რეგისტრაციის შემდეგ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად იქნება ჩართული საიტის პოპულარიზაციაში. ონლაინ კატალოგის პრომოცია იგეგმება პრიორიტეტულ ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირში.
საიტზე რეგისტრაცია უფასოა.
(იხილეთ რეგისტრაციის ვიდეო ბმული http://www.tradewithgeorgia.com/Exporters-Guide)